რეზონანსი
16.03.2020

ურეკში ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, „ტოიოტას" მარკის ავტომობილი მიკროავტობუსს, ორივე კი გაჩერებულ, მერსედესის ტიპის ავტომანქანას შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ორი ადამიანი კი დაშავდა.

თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთ მანქანაში ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სავარაუდოდ, ტრავმები არ მიუღიათ.

შემდგომი კვლევებისთვის ისინი ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×