რეზონანსი
16.03.2020

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების ვარაუდით, კორონავირუსის ეპიდემია 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება, დიდ ბრიტანეთში კი 7.9 მილიონი ადამიანი საავადმყოფოში მოხვდება.

გამოცემის მიერ მოპოვებული საიდუმლო მასალების მიხედვით, ვირუსი კიდევ 12 თვეს გაგრძელდება და მომდევნო ერთ წლის განმავლობაში COVID19-ით ბრიტანელების 80 პროცენტი დაინფიცირდება. ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ დაახლოები 7.9 მილიონი ბრიტანელის ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო.

უცხოური მედიის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ეს პროგნოზი გამართლდება, დიდი ბრიტანეთის 80 პროცენტი დაავადდება.

სპეციალისტები, რომლებიც ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ შედგენილ დოკუმენტსა და სხვა ექსპერტების მოსაზრებას გაეცნენ, აცხადებენ, რომ მომდევნო 10-14 კვირაში ინფიცირებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

16 მარტის მონაცემებით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 391 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსით 35 ადამიანი გარდაიცვალა.

"პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×