რეზონანსი
16.03.2020

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერ­თობ­ლი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის 13 ახა­ლი ფაქ­ტი გა­მოვ­ლინ­და. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნებ­ში, იძუ­ლე­ბის წე­სით, ჯამ­ში, 55 ადა­მი­ა­ნია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

„სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის უწყე­ბათ­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბი­სა და ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი 24-სა­ა­თი­ან, სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძო­ბენ. სა­მი­ნის­ტრო, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან ერ­თად, კვლავ აქ­ტი­უ­რად ახორ­ცი­ე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მო­ნი­ტო­რინგს.

ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერ­თობ­ლი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის კი­დევ 13 ახა­ლი ფაქ­ტი გა­მოვ­ლინ­და.ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­მაც შიდა ქარ­თლში, ქვე­მო ქარ­თლში, აჭა­რის, გუ­რი­ის, მცხე­თა მთი­ა­ნე­თი­სა და იმე­რე­თის რე­გი­ო­ნებ­ში თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბი და­არ­ღვია, სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნა­ში იძუ­ლე­ბით არის გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის გამო, სა­კა­რან­ტი­ნო ზო­ნებ­ში, იძუ­ლე­ბის წე­სით, ჯამ­ში, 55 ადა­მი­ა­ნია გა­დაყ­ვა­ნი­ლი",-ნათ­ქვა­მია შინა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×