
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II -ის ოჯახის წევრი გიორგი შიოლაშვილი, პატრიარქის აღსაყდრების დღეს, უწმიდესის და უნეტარესის მიერ მონათხრობ ხილვას იხსენებს და სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს:
„ეს ფოტო 27 დეკემბერს არის გადაღებული, ოჯახი ვიყავით უწმინდესთან აღსაყდრების დღის მისალოცად, ზუსტად ამ ფოტოს გადაღების დროს გვეუბნება, რომ ძალიან ხშირად, სიზმარში ვნახულობ, ევროპის დაცარიელებულ ქალაქებს, სულ ბოქლომები ადევსო, მაშინ ჩვენ ვერ მივხვდით პატრიარქის მოყოლილს. სულ რაღაც ერთ თვეში მოედო ევროპას კორონავირუსი!“ – წერს გიორგი შიოლაშვილი.
გიორგი შიოლაშვილის გავრცელებულ მიმართვას, პატრიარქის ახლობლები და ნათესავები გამოეხმაურნენ:
„სამი წელია ამ სიზმარს ვნახულობო, მე თითქოს გადამავიწყდა და როდესაც ევროპას მოედო ეს ვირუსი, ეთომ გამახსენა უწმინდესის სიზმარი“ – წერს ნატალია შიოლაშვილი.
„ფერისცვალება დილას ნახა პირველად და მას მერე სულ ხედავდა, არ ვაქცევდით ყურადღებას, მაგრამ აგერ! ვინც ქუჩაში რჩებოდა, ისინიც პოლიციელებს მიჰყავდაო და ასე არაა?“ – წერენ კომენტარებში.
პრაიმტაიმი