რეზონანსი
16.03.2020

თბილისში ჯანდაცვის სამინისტროს კატასტროფის ბრიგადის ავტომობილს მიკროავტობუსი დაეჯახა. დაშავებულია მედპერსონალი. როგორც "იმედინიუსს"  შემთხვევის თვითმხილველმა განუცხადა, ავტოსაგზაო შემთხვევა დიღომში, რობაქიძის გამზირზე გამთენიისას მოხდა. ბრიგადა აეროპორტში გამოძახებაზე მიდიოდა, როდესაც მათ სავარაუდოდ დისტრიბუციის ავტომანქანა დაეჯახა. დაშავდნენ მძღოლი, ექიმი და ექთანი. ექიმს თავის ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები აქვს, მძღოლისა და ექთნის მდგომარეობა კი მსუბუქია.

imedinews-ს შინაგან სქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×