
რესტორან „მთავრალი ალუბალის“ ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ რესტორნის განცხადებით 3 ჩეხი ტურისტი, რომელიც მათ ხშირად სტუმრობდა, „ახალი კორონავირუსი“ დაუდგინდათ.
ისინი რესტორანში ყოველ დღე დადიოდნენ და არაერთ ადამიანთან ჰქონდათ კომუნიკაცია. რესტორნის ადმინისტრაცია ყველას მიმართავს, ვინც მათ სტუმრობდა და აფრთხილებს.
„მეგობრებო, დღეს დაგვირეკეს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან და შეგვატყობინეს, რომ 4 მარტს გუდაურში ჩამოვიდა 6 ჩეხი ტურისტი, რომელთაგან 3-ს დღეს აღმოაჩნდა კორონავირუსი. ამ ტურისტებმა გამოკითხვის დროს აღნიშნეს, რომ ყოველდღე დადიოდნენ რესტორან "მთვრალ ალუბალში". ჩვენ ყველანი ვართ თვითიზოლაციაში. რესტორანი დაკეტილია. 2 ჩვენი თანამშრომელი მაღალი სიცხით ელოდება კატასტროფის ბრიგადას …
ვინც ამ დღეებში იყავით „მთვრალ ალუბალში“, გთხოვთ იზრუნოთ თქვენს და თქვენი გარშემომყოფების ჯანმრთელობაზე, გთხოვთ, მიმართოთ კონსულტაციისთვის სამედიცინო დაწესებულებას…
იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და არავის არაფერი არ აღმოგვაჩნდება“, – აცხადებს რესტორნის თანამშრომელი.