რეზონანსი
16.03.2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი საბოლოოდ გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება მეორე პაციენტს, რომელთანაც პირველ ტესტზე უარყოფითი პასუხი მიიღეს, ეზუგბაიას თქმით, დღეს კიდევ ერთი ტესტირება ჩაუტარდება და დღის ბოლოსკენ, სავარაუდოდ, მის შემთხვევაშიც საბოლოო პასუხი გვეცოდინება.

„გუშინ უკვე დღის მეორე ნახევარში გაცხადდა, რომ პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მასთან განმეორებით ორჯერადად ტესტირებით მიღებულია უარყოფითი პასუხი. მეორე პაციენტი, რომელთანაც პირველ ჯერზე მიღებული იყო უარყოფითი, დღეს ჩატარდება მასთანაც ტესტირება და ალბათ, დღის ბოლოსკენ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერვაძე მოგახსენებთ ჩატარებული ტესტირების პასუხს. ვიმედოვნებთ, რომ იქაც, ალბათ, პასუხი უარყოფითი იქნება და ეს იქნება ჩვენი მეორე გამოჯანმრთელებული პაციენტი“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×