რეზონანსი
15.03.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ოთხი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

მისი თქმით, ერთ-ერთ მათგანს სუფებრილური ტემპერატურა აღენიშნება, თუმცა სხვა კლინიკური ნიშანი არ გამოვლენილა.

„შემოსვლიდან დღემდე, მათი მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია. პროგრესირება არ შეიმჩნევა. ერთ-ერთ მათგანთან არის სუფებრილური ტემპერატურა, თუმცა მასზე მეტი კლინიკური ნიშანი ჯერჯერობით არ გამოვლენილა. კიდევ ერთხელ გთხოვთ, რომ დაახლოებით 3-4 დღე მაინც გვინდა, რომ დინამიურად შევაფასოთ პროცესი, რომ ვთქვათ, მდგომარეობა სტაბილურია, პროგრესირებს თუ პროგნოზულად როგორ შეიძლება შევაფასოთ მომავალში ამ პაციენტების მდგომარეობა", - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დადასტურებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×