რეზონანსი
15.03.2020

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, Wizz Air-ი 2020 წლის 16 მარტიდან 3 აპრილამდე ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს აჩერებს : ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიისა და ესპანეთის მიმართულებით.ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გარდა ამისა, საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვებს აწესებენ პოლონეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკები. პოლონეთი 2020 წლის 15 მარტიდან აჩერებს ყველა რეისს პოლონეთის მიმართულებით შემდგომ განცხადებამდე. ასევე ჩეხეთის მიმართულებით ფრენები შეჩერდება 17 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით.

"ვიზეარის მომხმარებლებს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე. დამატებითი კონსულტაციისთვის გთხოვთ, მიმართოთ ავიაკომპანიას: 0706 777 483

საქართველოს ყველა მოქალაქე, ვინც იმყოფებით ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში და ფრენების შეწყვეტის გამო შეგექმნათ უკან დაბრუნების პრობლემები, დაუკავშირდით ადგილსამყოფელ ქვეყანაში საკონსულო სამსახურს, რომელიც გაგიწევთ კონსულტაციას საქართველოში გამომგზავრების ალტერნატიული მარშრუტების შესახებ",-ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×