რეზონანსი
15.03.2020

დღეს, 12:00 საათზე ყველა ტაძარში ზარები დაირეკება.

საქართველოს პატრიარქის გადაწყვეტილებით, ყოველ კვირა დღეს, ვიდრე ქვეყანაში რთული მდგომარეობაა, მორწმუნეები ერთდროულად ილოცებენ. „მამაო ჩვენო“, „ღვთისმშობელო ქალწულო“ და „მოწყალებისა კარი განგვიღე“ – ზარების დარეკვის პარალელურად, ყველა ტაძარში, ასევე, ნებისმიერი ადგილიდან და უცხოეთშიც ერთობლივი ლოცვა პატრიარქის კურთხევით, აღევლინება.

ამასთან, მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის თხოვნაა, ყოველმა მორწმუნემ ყოველდღიურად წაიკითხოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დაუჯდომელი, – „ზესთამბრძოლისა ჩემისათვის“, რომელსაც არაერთგზის უხსნია ხალხი დიდი განსაცდელისგან. მოგიწოდებთ, შევეწიოთ ერთმანეთს ნებისმიერი სიძნელის გადასალახად, ვიყოთ მიმტევებელნი და გამოვიჩინოთ ქრისტიანული სიყვარული და ზრუნვა; „ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი“, ღვთისმშობელი დედა შეეწიოს ჩვენს ქვეყანას, თითოეულ თქვენგანს და რწმენამ ღვთისამ განამტკიცოს ერი, ამინ!“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×