რეზონანსი
15.03.2020

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია ადასტურებს:

“საქართველოს საერთაშორისო მეგობრების დახმარებით, საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგა შეთანხმება. რომლის მიხედვითაც – „განსხვავევების მიუხედავად, მხარეები თანხმდებიან, რომ საჭიროა რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზება და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული“.

ფაქტია, რომ პოლიტიკური ოპოზიცია და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ასეთად აღიქვამს, რიგი პოლიტიკური ფიგურების, მათ შორის გიგის პატიმრობას.

ეს მისთვის გარდა პერსონალურისა, საზოგადოებრივი საკითხია. აქ არ წყდება ერთი ადამიანის, მათ შორის თუნდაც გიგის, ციხეში ყოფნის საკითხი. უკვე აღწერილი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონტექსტიდან გამომდინარე, მოგმართავთ რომ განიხილოთ გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხი თქვენთვის საქართველოს კონსტიტუციის მიერ მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში”, - აღნიშნულია პრეზიდენტისთვის გაგზავნის განცხადებაში.

იმის გამო, რომ გიგი უგულავას უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით შეეფარდა პატიმრობა, მისი გათავისუფლების სამართებრივი მექანიზმი პრეზიდენტის შეწყალებაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×