
გერმანიაში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს, რომელიც ერთ-ერთ საოპერო დასში მღერის, კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ლიკა ბასილაიამ გაავრცელა.
"გერმანიაში ცხოვრობს და ერთ-ერთ საოპერო დასში მღერის ქართველი ახალგაზრდა ქალი (აქ დედამ არ იცის, რომ მისი შვილი ასეთ დღეშია, ამიტომ არ ვწერ ვინ არის) დაუდგინდა კორონავირუსი, 3 დღეა წევს მარტო სახლში 39 სიცხით, საქართველოს საელჩო არის მიუწვდომელი!!! ვინმემ უშველეთ!!" - დაწერა ბასილაიამ.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროდან დაუკავშირდნენ მიმართვის ავტორს და როგორც ბასილაიამ აღნიშნა, დაინფიცირებულ ქართველ გოგონას სამშობლოში, სავარაუდოდ, სპეცრეისით ჩამოიყვანენ.
"დამირეკა ჯერ მინისტრის თანაშემწემ, შემდეგ მინისტრმა ზალკალიანმა და თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებენ ამ ადამიანის დასახმარებლად. ისე მე ვურჩიე, რომ ჩვენი თანამოქალაქეების გამოსახსნელად, ვინც იქ ავად გახდა კორონავურუსით, ცალკე თვითმფრინავი უნდა გამოყონ" - აღნიშნა მან.