რეზონანსი
14.03.2020

ახალქალაქში, სოფელ ბავრასთან მდებარე ტბაში თევზი მასიურად 10 მარტს გამოიყარა.

ხოსპიოს თემის მაჟორიტარი დეპუტატი, ედიკ ბერიკიანი და მერიის წარმომადგენელი, ვალენტინ ღარსლიანი ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.

ხოსპიის თემის მერის წარმომადგენელის, ვალენტინ ღარსლიანის თქმით კი აღნიშნულთან დაკავშირებით მან და ედიკ ბერიკიანმა სურსათის ეროვნულ სააგენტოს და გარემოს დამცველებს მიმართეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია რა გახდა თევზის მასიური გამორიყვის მიზეზი.

"ჯერ-ჯერობით ჩვენც არ ვიცით მიზეზი რა მოხდა, მხოლოდ იმას ვვარაუდობთ, რომ ჟანგბადის ნაკლებობა შეიძლება იყოს", - განაცხადა ღასლიანმა.

ედიკ ბერკიანის განმარტებით სურსათის სამსახურმა და გარემოს დამცველებმა როგორც წყლის, ისე თევზის ნიმუშები უკვე აიღეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×