რეზონანსი
14.03.2020

საქართველოს საპატრიარქო დასაშვებად მიიჩნევს, რომ ზიარების შემდგომ სასმელის (,,სიტკბოების") მიღება საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით მოხდეს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

საპატრიარქო მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან ჰიგიენის ნორმები, გამოიყენონ ნაკურთხი წყალი როგორც დასალევად, ასევე საცხოვრებელი თუ სამუშაო ადგილების საპკურებლად.

„ხშირად უნდა გამოიყენოთ ნაკურთხი წყალი, როგორც დასალევად (უზმოზე), ასევე საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის საპკურებლად. შეგახსენებთ, იმასაც, რომ გულში შეძლებისდაგვარად თქვათ „იესოს ლოცვა" ან მოკლედ, - „,უფალო შემიწყალე". როგორც წესი, საკვების მიღების წინ და შემდგომაც უნდა ითქვას შესაბამისი ლოცვა და საჭმელს ჯვარი გადაესახოს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პირადი ჰიგიენის დაცვას და, ზოგადად, სისუფთავეზე ზრუნვას. ასევე, საჭიროა ერთმანეთთან ურთიერთობისას შემოთავაზებული წესების დაცვა.

უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს საპატრიარქომაც მიიღო და ეკლესიებისათვის სადეზინფექციო საშუალებების გაცემა უკვე დაწყებულია.

ღვთისმსახურება ტაძრებში აღევლინება ჩვეული წესით, თუმცა დასაშვებად მივიჩნევთ, რომ ზიარების შემდგომ სასმელის (,,სიტკბოების") მიღება მოხდეს საკუთარი ან ერთჯერადი ჭიქებით," - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×