
საქართველოს გზებისა და ტრანსპორტის ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„კორონავირუსი (COVID-19) და საზოგადოებრივი ტრანსპორტი!
ამასობაში ყველას დაგვავიწყდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი განიხილება უკიდურესად მაღალი რისკის გარემოდ (WHO). მგზავრობისას ვეხებით უამრავი ნივთის ზედაპირს (ბილეთის აპარატი, კარები, ღვედი, ძელი, ფული, სავარძელი და ა.შ.)
მხოლოდ დედაქალაქში, მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში ყველა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით („მარშუტკა", ავტობუსი, მეტრო) მილიონზე მეტი მგზავრობა ხორციელდება.
საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით სასურველია გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:
მძღოლის სიახლოვეს, პირველ ორ რიგში იკრძალება მგზავრების დასხდომა, მძღოლისთვის უსაფრთხო „ბუფერული ზონის" უზრუნველსაყოფად!
სავადებულო ხდება ნიღბების გამოყენება საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
კონტროლიერები (მონიტორინგის სამსახური) წყვეტენ მუშაობას და მგზავრებთან კონტაქტს.
იზღუდება მძღოლსა და მგზავრს შორის ფულის მიმოცვლა, გადახდა-უკონტაქტოდ
მძღოლები ექცევიან ექიმების ყოველდღიური მეთვალყურეობის ქვეშ.
საერთოდ უპატრონოდაა მიგდებული საქალაქთაშორისო ტრანსპორტი თავის მგზავრებიანად, არანაირი მოთხოვნა არ ვრცელდება მათზე და არც პასუხისმგებელია ვინმე! თუ არ ჩავთვლით თბილისის მერიის მიერ აქა-იქ, ალაგ-ალაგ მიშხურებულ სადეზინფექციო ხსნარს (24 საათში ერთხელ, რაც უდავოდ არასაკმარისი ღონისძიებაა), ქვეყანაში მგზავრთა უსაფრთხოებისთვის არც არაფერი კეთდება. საერთოდ არაფერი!
მილიონზე მეტი მგზავრობა დღეში, მხოლოდ თბილისში!"