რეზონანსი
14.03.2020

უკრაინაში კორონა ვირუსით ინფიცირების სულ 3 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ერთი ლეტალურად დასრულდა. ამის მიუხედავად უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ყველა სახელმწიფოსთან ავია და სახმელეთო საზღვრები დაკეტა.

ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით უკრაინა არ დაელოდება სიტუაციის გართულებას.

,,მიუხედავად იმისა ჩვენთან მხოლოდ და მხოლოდ 3 შემთხვევაა დაფიქსირებული და სამწუხაროდ ერთი ფატალური შემთხვევით დასრულდა გარდაიცვალა 71 წლის ქალბატონი, ვაცხადებ ყველა სახელმწიფოსთან ავია და სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვას, უკრაინა ვერ დაელოდება სანამ გართულდება სიტუაცია" - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×