რეზონანსი
14.03.2020

დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს, ბრიფინგზე კითხვა დაუსვეს უტა ივანიშვილზეც, რომელიც ჩამოფრინდა გუშინ საფრანგეთიდან, მაგრამ როგორც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, არ არის მოთავსებული კარანტინში.

ამირან გამყრელიძეს ჰკითხეს, იცის, თუ არა, სად არის უტა ივანიშვილი:

"ბევრი რამე ვიცი, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ პაციენტის პირადი ინფორმაციის დაცვა. გიდასტურებთ, რომ ჩამოფრინა საფრანგეთიდან გუშინ საქართველოში.

გუშინ ვინც ჩამოფრინდა ყველა ექვემდებარება კარანტინს, ან თვითიზოლაციას.

სპეციალური სამსახურები წყვეტენ, ვინ იქნას გაგზავნილი კარანტინში და ვინ თვითიზოლაციაში, მოწმდება თვითიზოლაციისთვის პირობები. გუშინ ვინც ჩამოვიდა, ყველა გადაყვანილია ან კარანტინში, ან თვითიზოლაციაში.

შეგახსენებთ, რომ უტა ივანიშვილი ნანუკა ჭორჭოლიანის შვილთან მარიამ გეგუჩაძესთან ერთად მგზავრობდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარიამი კარანტინში მოათავსეს უტა კი არა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×