რეზონანსი
14.03.2020

ბრიტანეთში ახალშობილს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ბავშვის დედას, რომელიც ჩრდილო ლონდონში მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე პნეუმონიის სიმპტომემეთი საავადმყოფოში გადაიყვანეს, კოვიდ 19-ის დაავადება დაუდგინდა.

ექიმების თქმით, ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე წუთში ჩაატარეს გამოკვლევა, რომლითაც დადასუტრდა მისი ინფიცირება ვირუსზე. ამ დრომდე უცნობია ახალშობილი ორსულობის პერიოდში დაინფიცირდა თუ მშობიაროის პროცესში. ამის შესახებ ინფორმაციას GUARDIAN-ი აქვეყნებს.

ბრიტანეთის ჯანდაცვის უწყების გადაწყვეტილებით, ის ექიმები, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირებულ დედა და შვილს მკურნალობდნენ მოთავსებულნი არიან თვითიზოლაციაში და გამოკლვევები უტარდებათ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×