თამთა ჩაჩანიძე
14.03.2020

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის დმიტრი რაზუმკოვის თქმით, 17 მარტიდან უკრაინა საერთაშორისო სამგზავრო ავიამიმოსვლას კორონავირუსის საფრთხის გამო მთლიანად წყვეტს. ამის შესახებ მან ერთ-ერთი უკრაინული ტელეარხის ეთერში განაცხადა. ეს გადაწყვეტილება გარკვეული თვალსაზრისით საქართველოზეც აისახება, რადგანაც საქართველოდან საერთაშორისო რეისების მნიშნელოვანი ნაწილი სწორეს კიევის აეროპორტის გავლით ხორციელდება.

„კოროვირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დღეს მსოფლიოში სიტუაცია ნამდვილად რთულია, თუმცა გულწრფელად რომ ვთქვათ, სიტუაცია უკრაინაში ბევრად უკეთესია, ვიდრე საზღვარგარეთ", - თქვა რაზუმკოვმა.

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლება ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მიერ შემუშავებული პრევენციული ზომების მიღებას მალე დაიწყებს, რათა გლობალური საფრთხისაგან დაიცვან უკრაინა და უკრაინელები. რადას თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პარლამენტი და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტები ჩვეულებრივად მუშაობას გააგრძელებენ.

13 მარტს უკრაინაში კორონავირუსული ინფექციით გარდაცვალების პირველი ფაქტი გამოვლინდა, გარდაცვლილია ჟიტომირის ოლქში მცხოვრები 71 წლის ქალი. იგი შესაძლოა კორონავირუსით 3 მარტს ადგილობრივ ისტორიულ-კულტურული კომპლექს „რადომისლ"-ში ხატზე კოცნით დაინფიცირდა. აღსანიშნავია, რომ კომპლექსს მანამდე იტალიელ ტურისტთა ჯგუფი სტუმრობდა.

ამ მოვლენების ფონზე, უკრაინის ეროვნული ოსაფრთხოების საბჭომ გადაწყვიტა, რომ უცხოელი სტუმრებისთთვის საზღვარი ორი კვირით დაეკეტა, შეზღუდვა კი ძალაში 15 მარტიდან შევა.

უკრაინაში კარანტინი 12 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით გამოცხადდა, დაკეტილია საგანმანათლებლო დაწესებულებები, აკრძალულია მასობრივი ღონისძიებები, ბევრ ქვეყანასთან შეჩერებულია ავიამმიმოსვლა.

უკრაინაში კორონავირუსის დადასტურებული ერთი შემთხვევაა, თუმცა, უკრაინელი ექიმების აზრით, დიაგნოზის პრობლემების გამო, შესაძლებელია ქვეყანაში შემთხვევები კიდევ იყოს, რომლებიც ცნობილი არაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×