რეზონანსი
14.03.2020

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს რომ იმ ხუთი პაციენტის შემთხვევა, რომლებსაც დღეს ახალი კორონავირუსი დაუდგინდათ, პირდაპირ ან ირიბად იტალიასთანაა დაკავშირებული. სხვა დეტალები თენგიზ ცერცვაძისთვის ჯერჯერობით უცნობია.

დეტალურად ახალი შემთხვევების შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე 14 საათზე ბრიფინგზე ისაუბრებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×