რეზონანსი
14.03.2020

ამ ეტაპზე ვახერხებთ იმას, რომ სიტუაცია იყოს მაქსიმალურად კონტროლირებადი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ „იმედის" გადაცემა „დილის შოუში" განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში დაავადების პიკზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია, მთავრობა კი მედიკოსების რეკომენდაციებზე მეტს აკეთებს.

„როდესაც დაგვეწყება აქტიური შიდა გადაცემა, მერე ხდება იმის ანგარიში პიკი როდის მოგვიწევს და იქაც იქნება რამდენიმე ვარიანტი. სხვადასხვა სცენარი არსებობს, რომლითაც ვანგარიშობთ ხოლმე. ეს რომ დაიწყება, ამის მერე ვიანგარიშებთ როდის იქნება პიკური მაჩვენებლები. მე პირადად ვარ ძალიან კმაყოფილი გუნდური მუშაობის პრინციპით, რასაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს.მინდა გითხრათ, ჩვენი რეკომენდაციები ცოტათი მეტი იყო ყოველთვის, ვიდრე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, და ჩვენ რა რეკომენდაციებსაც ვაძლევდით, მთავრობა უფრო მეტს აკეთებდა. ასე რომ, ამ ეტაპზე ვახერხებთ იმას, რომ სიტუაცია იყოს მაქსიმალურად კონტროლირებადი და იმედი მაქვს, რომ ასევე გაგრძელდება კონტროლი სიტუაციის", - აღნიშნა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×