რეზონანსი
14.03.2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ პაციენტს, რომელსაც პირველად დაუდასტურა კორონავირუსის ინფექცია, გამოჯანმრთელებულია.

„გუშინ მასთან განმეორდა ტესტირება და პასუხი მივიღეთ უარყოფით. ეს ძალიან კარგი ფაქტია, მაგრამ წესის მიხედვით აუცილებელია, 24 საათის ინტერვალში კიდევ ერთხელ განმეორდეს ანალიზი და როცა მივიღებთ კვლავ უარყოფით პასუხს, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულია და ეს იქნება პირველი პაციენტი, რომელიც გამოჯანმრთელდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც საქართველოში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×