რეზონანსი
14.03.2020

სომხეთის პრემიერის ცოლი, ანა აკობიანი დღეს კორონავირუსზე ტესტს გაივლის. ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა „ფეისბუქ“ ლაივის დროს განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ მისი მეუღლე ცოტა ხნის წინ ბრაზილიაში იმყოფებოდა, სადაც ბრაზილიის პრეზიდენტის ცოლთან გამართა შეხვედრა.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდგინეს. მოგვიანებით მან ეს ამბები უარყო, მაგრამ მე და ანა გავდივართ ტესტირებას მაინც, ინფექციის გამორიცხვის მიზნით“, - განაცხადა პრემიერ - მინისტრმა და აღნიშნა, რომ ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×