რეზონანსი
13.03.2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალ კორონავირუსზე ანალიზი დღეს 18 პაციენტს ჩაუტარდა. მისივე თქმით, მათი ანალიზის პასუხები მალე გახდება ცნობილი.

ეზუგბაიას განმარტებით, გუშინ 20 პაციენტის ანალიზი გადაიგზავნა კლინიკაში, მისივე თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

„ჩვენს კლინიკაში ამ დროისათვის 53 პაციენტი იმყოფება მეთვალყურეობის ქვეშ. აქედან დადასტურებული არის 22 შემთხვევა. დღეს, დღის განმავლობაში და გუშინდელი ჩატარებული ტესტების პასუხებით ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დღეს დილას, დღე-ღამის განმავლობაში 20 პაციენტზე ჩტარდა ტესტირება ვირუსზე და ოცივე პასუხი იყო უარყოფითი. დღეს დილიდან უკვე ჩატარდა 11 ანალიზი, რომლის პასუხებსაც ველოდებით და დღის მეორე ნახევარში აღებულ იქნა კიდევ 7 პაციენტზე ტესტირება, ანუ დღეს ჯამში აღებულია უკვე 18 პაციენტზე ტესტი, ვნახოთ, შედეგები, ალბათ, მალე იქნება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 25 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×