რეზონანსი
13.03.2020

ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ უარყო მსოფლიო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მას კორონავირუსი დაუდგინდა.

ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსზე გავლილი ტესტის შედეგი უარყოფითია.

მანამდე მსოფლიოს წამყვანმა მედიასაშუალებემა, მათ შორის Fox News-მა დაწერეს, რომ ბრაზილიის პრეზიდენტი კორონავირუსით არის ინფიცირებული.

12 მარტს გაირკვა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტის პრესმდივანი ფაბიო ვაინგარტენი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ფლორიდაში, ბოლსონარუს და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ესწრებოდა, კორონავირუსით დაინფიცირდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×