
შესაძლოა გასაკვირი იყოს ის, რომ ქალებს და კაცებს შორის კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი შესამჩნევად განსხვავებულია, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივი გრიპის ვირუსით ყველა სქესი თანაბრად ინფიცირდება.
მეცნიერები ამ მიზეზს ასე ხსნიან, კაცების ჯანმრთელობა უფრო სუსტია, ვიდრე ქალების, უფრო სწორედ, მდედრობითი სქესის წარმომადგენლები უფრო მეტად უფრთხილდებიან თავიანთ ჯანმრთელობას. მაგალითად, ქალები ხშირად უარს ამბობენ სიგარეტის მოწევაზე.
კვლევების მიხედვით, ჩინეთშიც მამაკაცების 52% მწეველია, ქალებში ეს მაჩვენებელი სულ მცირე, 3% შეადგენს.
"ქალებს აქვს რადიკალურად განსხვავებული იმუნური სისტემა ვიდრე მამაკაცებს. ქალებს უფრო ხშირად ემართებათ აუტო-იმუნური დაავადებები, შესაბამისად, მათ ორგანიზმში ანტიბიოტიკები და ვაქცინა უფრო მალე იწყებს მოქმედებას და ისინი ასევე მალე უმკლავდება სხვა ტიპის ვირუსებსაც, მაგალითად გრიპს", - აღნიშნა აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის პროფესორმა, პაულ ჰუნტერმა
ინფიცირდებიან თუ არა ორსულები კორონავირუსით? ორსულობისას ქალის სხეულში ბევრი ცვლილება ხდება, რაც ასუსტებს იმუნურ სისტემას და უფრო მგრძნობიარეს ხდის ვირუსის მიმართ, ამის მიუხედავად, დღევანდელი სტატისტიკით, შეიძლება ითქვას, რომ ორსულთა ორგანიზმი ამ ტიპის ვირუსს დიდწილად წარმატებით ებრძვის, თუმცა გრიპს და სხვა ჯგუფის ვირუსებს მარტივად ვერ უმკლავდება. არ დაფიქსირებულა დედიდან ახლაშობილზე ვირუსის ვერტიკალური გადაცემის არცერთი ფაქტი.
ემართებათ თუ არა ახალი კორონავირუსი ბავშვებს და რა სიმპტომებით? ახალი კორონავირუსი ადამიანთა ყველა კატეგორიას შეიძლება დაემართოს, თუმცა ბავშვებში, ქალებსა და ორსულებში ამის შანსი მინიმუმამდე არის შემცირებული. იმ შემთხვევაში თუ კორონავირუსით ბავშვი დაინფიცირდება, ვირუსი შედარებით მარტივი სიმპტომებით გამოავლენს თავს, მაგალითად, მაღალი ტემპერატურით, სურდოთი და ხველით.
გასათვალისწინებელია ისიც რომ, ბავშვები სხვა ჯანმრთელობის პრობლემებით, როგორიც არის ძლიერი ასთმა, ინფიცირების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან.


წყარო: კვირის პალიტრა