თამთა ჩაჩანიძე
13.03.2020

ანკარამ სირიის პროვინცია იდლიბიდან სამხედრო ტექნიკის გაყვანაზე უარი თქვა -ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ" თურქეთის თავდაცვის სამინისტროს წყაროზე დაყრდნობით ტვიტერზე წერს.

12 მარტს მსგავსი შინაარსის განცხადება თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმაც კააკეთა. მან მოწინააღმდეგე მხარე გააფრთხილა, რომ იმ შემთხვევაში თუ იდლიბში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ შესრულდება, თურქული ჯარი სირიის სამთავრობო ძალებზე შეტევას გააგრძელებს.

5 მარტს, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ პუტინსა და რეჯეფ თაიპ ერდოღანს შორის სირიის საკითხზე შეთანხმება შედგა, რომლის თანახმად იდლიბის დეესკალაციის ზონაში ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევიდა.

მოგვიანებით სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა განაცხადა, რომ თუ ამერიკელი და თურქეთის სამხედროები ქვეყანას არ დატოვებდნენ, დამასკო ძალას გამოიყენებდა.

რუსეთ-თურქეთის მოლაპარაკებების მიზეზი იდლიბში იყო ვითარების გამწვავება გახდა, ვითარება კი მას შემდეგ გამწვავდა, რაც თურქეთმა სირიის მთავრობის ძალების წინააღმდეგ იერიში დაიწყო. სირიის მთავრობა რუსეთის მოკავშირეა. 27 თებერვალს ანკარა იტყობინებოდა 34 ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ, რაშიც სირიას ადანაშაულებდა. სამაგიეროდ, 1 მარტს, თურქეთმა 19 სირიელი სამხედრო დახოცა და ჩამოაგდო მთავრობის ორი თვითმფრინავი.

27 თებერვალს თურქეთმა სირიაში ოპერაცია „გაზაფხულის ფარი" დაიწყო, ოპერაციის ფარგლებში თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სასწავლო-სამხედრო თვითმფრინავი „ელ-39" ჩამოაგდო, რომელიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის არმიას ეკუთვნოდა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ანკარამ რუსეთისგან ეს-400 ტიპის ანტისარაკეტო კომპლექსი შეიძინა, რის გამოც აშშ-სთან ურთიერთობა მკვეთრად გაიუარესა. ეს-400 ამერიკულ „პატრიოტის" ანალოგია და ამერიკამ ერდოგანის ამ ნაბიჯის გამო თურქეთთან რამდენიმე მნიშვნელოვანი სამხედრო პროექტი დაბლოკა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×