რეზონანსი
13.03.2020

ჩინეთის ხელისუფლების მტკიცებით, აპრილში ისინი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობას დაასრულებენ. ინფორმაციას ამის შესახებ New York Post-ი ავრცელებს.

მათივე თქმით, ვაქცინა მხოლოდ საგანგებო შემთხვევებში იქნება გამოყენებული. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე ქვეყანაში 8 ინსტიტუტი მუშაობს.

„ჩვენი გათვლებით, ვიმედოვნებთ, რომ აპრილში ზოგიერთი ვაქცინა უკვე კლინიკური კვლევებისთვის ან განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოყენებისთვის იქნება მზად", - აცხადებს ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარების ფონდის დირექტორი ჟენ ჟონვეი.

კანონის მიხედვით, ვაქცინების ტესტირება 12-დან 18 თვემდე უნდა გრძელდებოდეს, თუმცა მათი გამოყენება მანამდეც შეიძლება, თუ ამით მიღებული სარგებელი რისკებს გადაწონის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×