
პრინციპულად სხვა ვირუსია, სულ სხვა ჯიშის. გრიპს სხვა წამალი აქვს, ამის წამალს რომ გამოიგონებენ, ის სხვა წამალი იქნება, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ინფექციონისტთა, ჰეპატოლოგთა, პარაზიტოლოგთა, ეპიდემიოლოგთა და მიკრობიოლოგთა სამეცნიერო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი თენგიზ ცერცვაძე აკეთებს.
კითხვაზე: ამ მომენტში როგორ მკურნალობთ ინფიცირებულებს, რომლებსაც აქვთ ფილტვების ანთება და როგორ ხდება მათი მკურნალობა, ვისთანაც ავადმყოფობა სუსტი ფორმებით მიდის? ცერცვაძე პასუხობს, რომ:
„თუ ფილტვების ანთებაა და გვყავს ასეთი, მას ვმკურნალობთ განსხვავებულად, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ არის, როგორც ყველა პაციენტი, მაგრამ ანტიბიოტიკები უკეთდება ძლიერი, სეროზული და რაც მთავარია, მას შეიძლება დასჭირდეს ინფექციურ თერაპიაში გადაყვანა, რისთვისაც მზად ვართ და ინტენსიური თერაპია გამზადებული გვაქვს. სადაც ჩაუტარდება ოქსიგენოთერაპია - ჟანგბადის მიწოდება, მაგრამ ამ ეტაპზე, მართალია არის მძიმედ და აქვს ორმხრივი ფილტვების ანთება, მაგრამ სატურაცია - ნორმა აქვს და ჟანგბადის ხელოვნური მიწოდება არ დასჭირვებია - თუმცა, თუ დასჭირდება, როგორც უკვე გითხარით, ინფექციური თერაპია მზადაა მისაღებად. რაც შეეხება დანარჩენებს, რომლებსაც არა აქვთ ფილტვების ანთება და აქვთ მხოლოდ ხველა, სისუსტე, ყელის ტკივილი, ტემპერატურის მატება 37-დან 37-6-მდე და სხვა ნიშნები არა აქვთ, მათ პრაქტიკულად, მხოლოდ ვაკვირდებით და რაიმე გაძლიერებულ მკურნალობას არ ვუტარებთ.
უნდა ვთქვათ ისიც, რომ ექიმის გარეშე, კატეგორიულად არ უნდა ვეცადოთ ამ მედიკამენტების მიღება. მსუბუქ შემთხვევებს ეს საერთოდ არ სჭირდება, მძიმე შემთხვევებში, თუ ჩავთვლით რომ მათი გამოყენება მიზანშეწონილია, ჩვენ ეს მედიკამენტები გვაქვს, აი, რემდესივირის გარდა, სხვა ყველა წამალი გვაქვს, იმიტომ რომ ზოგი შიდსისაა, ზოგი ცე ჰეპატიტის და ისედაც გვაქვს, მათ შორის, ქლოროქინიც, რომელსაც, როგორც ჩინელი ექიმები ფიქრობენ - ყველაზე კარგი შედეგი აქვს. და თუ ჩავთვალეთ რომ სტანდარტული მკურნალობით, ანტიბიოტიკებით, გადასხმებით, ჟანგბადის მიწოდებით ვერ მოვერიეთ დაავადებას, ჩვენ ამ წამლებს გამოვიყენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ოფიციალურად არ არის რეკომენდირებული".
ალია