რეზონანსი
13.03.2020

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე, ჩჟაო ლიცზიანი, სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს, რომ აშშ-მა მონაცემები გამჭვირვალე უნდა გახადოს და ჩინეთს ახსნა-განმარტება მისცეს.

„როდის დაიწყო დაინფიცირება აშშ-ში? რამდენი ადამიანია დაინფიცირებული? რა არის საავადმყოფოების სახელები? შესაძლებელია, რომ აშშ-ის არმიამ მიიტანა ეპიდემია უხანში. იყავით გამჭვირვალე, გახადეთ საჯარო თქვენი მონაცემები. აშშ-მა უნდა აგვიხსნას", - წერს ჩინეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი.

ამასთან, გამოცემა „თრენდინგ ფოლითიქსი" წერს, რომ ჩინეთი ამ გზით პანდემიაზე პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×