რეზონანსი
13.03.2020

ხარაგაულის სოფელ ხუჯეიში იტალიიდან დაბრუნებული ქალი, კარანტინში მოთავსებაზე უარს ამბობს.

როგორც „მთავარი არხი" იუწყება, ქალი საქართველოში ქმრის გარდაცვალების გამო ჩამოვიდა. ის ხალხისგან სამძიმარსაც იღებდა.

„საკარანტინო მე არაფერი მჭირს და განათლებას მოსახლეობას მე ვერ ჩავუნერგავ. კორონავირუსი გაუგიათ, მაგრამ მისი მნიშვნელობა არ იციან. ვინც არ უნდა მოვიდეს, მე არ გადავალ კარანტინში!", - ამბობს იტალიიდან დაბრუნებული ქალი.

მეზობლები კი შეშინებულები არიან.

„გამგეობასაც ვთხოვეთ, რომ ამ საქმისთვის მიეხედათ. მოსახლეობას შეეშინდა, ზოგი არ მივიდა სამძიმარზე. მე ჯანმრთელობის საკითხზე საზღვარზე შემამოწმესო. ამტკიცებს ჯანმრთელი ვარო და მე არაფერი არ მჭირს საკარანტინოო", - ამბობს მეზობელი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 25 ადამიანია ინფიცირებული, კარანტინის რეჟიმში 245 იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 58 პაციენტი იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×