რეზონანსი
13.03.2020

შპს „თბილისის მიკროავტობუსი" მძღოლებს და მგზავრებს რეკომენდაციას აძლევს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, ნაღდი ფული ნაკლებად გამოიყენონ, რადგან ფული ერთგვარ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.

მათივე განცხადებით, ყველა მიკროავტობუსში დამონტაჟებულია და გამართულად მუშაობს გადახდის სპეციალური აპარატები.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, მიკროავტობუსების ყველა მძღოლს აქვს ინფორმაცია, რომ შეუძლიათ გამოიყენონ თავდაცვის საშუალებები, მათ შორის პირბადეები და ხელთათმანი, რის მიწოდებასაც კომპანია უზრუნველყოფს.

„ყველა მძღოლს აქვს მიცემული რეკომენდაციები. რამდენჯერმე დავარიგეთ პირბადეები და ხელთათმანები. ბუნებრივია გაფრთხილებულები არიან, რომ ნაკლები შეხება იყოს ფულთან, რადგან ფული ერთგვარ რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. თუმცა, არ გვაქვს უფლება მძღოლს ვუბრძანოთ თავდაცვის საშუალებები გამოიყენონ. ყველა ადამიანი საკუთარი შეხედულებისამებრ ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე. ჩვენგან ამ ტიპის რეკომედაციები ყველა მათგანს მიღებული აქვს. თუ მძღოლების მხრიდან იქნება მოთხოვნა, ჩვენ დამატებით კიდევ მივაწვდით თავდაცვის საშუალებებს.

რაც შეეხება მიკროავტობუსებში ქეშით მგზავრობის საფასურის გადახდას, კომპანიას არ აქვს უფლება აკრძალოს ქეშით გადახდა. ყველა მიკროავტობუსში დგას გადახდის აპარატები და აქვს უფლება ნაღდი ანგარიშსწორების გარეშე გადაიხადოს, თუმცა, იქედან გამომდინარე, რომ მოსახლეობის ნაწილი არ იყენებს ბარათს, ქეშით გადახდის აკრძალვის უფლება არ გვაქვს", - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს" „თბილისის მიკროავტობუსში".

მათივე ინფორმაციით, მიკროავტობუსებს 2-3 დღეში ერთხელ დეზინფექციაც უტარდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×