რეზონანსი
13.03.2020

სახელმწიფო უწყებების დიდი ნაწილი დღეიდან მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. აღნიშნულის შესახებ რეკომენდაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, კორონავირუსის გავრცელების საშიშორებიდან გამომდინარე, გუშინ გასცა და სამინისტროებმაც შესაბამისად გაითვალისწინეს. 

სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების ის ნაწილი, რომელთა საქმიანობასაც არ სჭირდება სამუშაო ადგილზე ყოფნა, სახლიდან მუშაობის სისტემაზე, ონლაინ რეჟიმზე გადადიან. 

პრემიერ-მინისტრმა დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის რეკომენდაცია, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებს ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებსაც მისცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×