
სესხების გადახდა სამი თვით თიბისი ბანკმაც გადაავადა – ამის შესახებ ინფორმაციას ბანკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, ბანკი სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ფიზიკურ პირს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებელს და ასევე ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, შევთავაზოთ სესხების შენატანზე სამთვიანი საშეღავათო პერიოდი.
საშეღავათო პერიოდი შეეხება სესხის როგორც ძირს, ისე პროცენტს.
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ ნაბიჯით თიბისი უმარტივებს ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრებას.
დეტალურ ინფორმაციას სესხების გადავადებასთან დაკავშირებით მომხმარებლები ინდივიდუალურად მიიღებენ“ – წერია ბანკის განცხადებაში.
სესხების გადავადების გადაწყვეტილება გუშინ "საქართველოს ბანკმაც" მიიღო.