რეზონანსი
12.03.2020

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძე მრევლს მოუწოდებს კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის ყველა რეკომენდაცია გაითვალისწინოს.

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ როდესაც ვამბობთ, წმინდა ნაწილებით არ შეიძლება გვეშინოდეს დაავადებისა, იმავდროულად, უნდა ვთქვათ, რომ ზიარება არ ნიშნავს, რომ არაფერი დაგვემართება. შესაძლებელია ზიარების რიგში დგომისას ვიღაცისგან დასნეულდეს ადამიანი. ამაზე არ არის საუბარი. რა თქმა უნდა, ყველა წესი უნდა გაითვალისწინონ, რაც რეკომენდაციით იქნება გათვალისწინებული," - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით ხვალიდან უკვე შესაძლებელი იქნება ტაძრებში დეზინფექციის ჩატარება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×