რეზონანსი
12.03.2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში 30 იანვრიდან დღემდე სულ 577 შესაძლო შემთხვევის ნიმუში გაიტესტა ლუგარის ლაბორატორიაში და აქედან კორონავირუსის 25 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული 25-ე პაციენტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება და მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გამყრელიძე აცხადებს, რომ ახალი პაციენტის შემთხვევა დაკავშირებულია იტალიასთან. თუმცა, გამყრელიძე პერსონალური ინფორმაციის გათვალისწინებით, მეტ დეტალზე არ საუბრობს.

„დღეს დადასტურებულია მხოლოდ ერთი დადებითი შემთხვევა. პაციენტი წევს ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში. მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არის მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშ" ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×