რეზონანსი
12.03.2020

„ცენტრ პოინტის" დამფუძნებლის, გუკა რჩეულიშვილის დაკავების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ირკვევა, რომ რჩეულიშვილის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერის მოთხოვნით პოლიციის განყოფილებას მისმა მეუღლემ, ლელა კილაძემ მიმართა.

განცხადებაში კილაძე უთითებს, რომ გურამ (გუკა) რჩეულიშვილი მასზე სისტემატიურ ფსიქოლოგიურ ძალადობას ახორციელებს, რაც სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატება.

ლელა კილაძის მოთხოვნის საფუძველზე გუკა რჩეულიშვილის მიმართ პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოსცა, თუმცა მან ორდერით გათვალისიწნებული პირობები არაერთხელ დაარღვია, რის გამოც სასამართლოს განჩინებით მოხდა მისი დაკავება.

გუკა რჩეულიშვილი და ლელა კილაძე 2016 წელს დაქორწინდნენ. მათ ერთი საერთო შვილი ჰყავთ. მანამდე ლელა კილაძე გიგი უგულავას მეუღლე გახლდათ. გუკა რჩეულიშვილი კი მსახიობ ნუცა კუხიანიძეზე იყო დაქორწინებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×