რეზონანსი
12.03.2020

პედიატრმა თემურ მიქელაძემ კორონავირუსზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ბავშვები მაქსიმალურად უნდა იყვნენ გარიდებულები დახურულ სივრცეებს.

„ბავშვები უსიმპტომო მატარებლები არიან და ისინი შეიძლება იყვნენ გამავრცელებლები ამ ინფექციის. მაქსიმალურად უნდა მოვარიდოთ დახურულ თავშეყრის ადგილებს. უნდა გავიყვანოთ რეკრეაციულ ზონებში, სოფლებსა და კურორტებზე, მაგრამ თავი ავარიდოთ დახურულ სივრცეებს", - განაცხადა მიქელაძემ გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა"

საქართველოში ამ დროისთვის ოფიციალურად კორონავირუსით 24 პირია დაინფიცირებული. მათგან ერთი მცირეწლოვანი, 12 წლის ბავშვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×