რეზონანსი
12.03.2020

კრიშტიანუ რონალდუ კარანტინშია მას შემდეგ, რაც პორტუგალიელის თანაგუნდელ დანიელე რუგანის ახალი კორონავირუსი აღმოაჩნდა. კრიშტიანუ ჩრდილო იტალიაში არ დაბრუნებულა და შინ, მადეირაში კარანტინში იმყოფება.

რონალდო სამშოლოში დედის მოსანახულებლად ჩავიდა, რომელმაც მცირე ხნის წინ ინსულტი გადაიტანა.

„ინტერის" წინააღმდეგ 8 მარტს გამართული მატჩის წინ, რონალდო და რუგანი „იუვენტუსის" გასახდელში ერთად იყვნენ და მატჩის შემდეგ გუნდური ფოტოც გადაიღეს. იმედოვნებენ, რომ კორონავირუსის გავრცელების არე ვიწრო იქნება, რადგან რუგანი მატჩის დასრულებამდე სათადარიგოთა სკამზე იყო და შესაბამისად, შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×