რეზონანსი
12.03.2020

პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა ორკვირიანი სპეციალური პირობების მდგომარეობა გამოაცხადა. ამ პერიოდში ჩვენ ავკრძალეთ პაემნები. მე მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ პატიმარს, თითოეული პატიმრის ოჯახის წევრს, ვინც ამ ბრძანებას გაგებით მოეკიდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განუცხადა.

„ჩვენ სიფრთხილის ზომებს მივიღებთ იმიტომ, რომ დავიცვათ ჩვენი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები, რომ არ შფოთავდნენ და ჰქონდეთ განცდა, რომ ჩვენ ვზრუნავთ იმ კონტინგენტზე, რომელიც გვაბარია. პაემნის აკრძალვა პატიმრისთვის მარტივი არ არის, ამიტომ ჩვენ ვმუშაობთ რომ ამ ნაკლის კომპენსირება სატელეფონო შეღავათებით მოხდეს", - აღნიშნა მინისტრმა.

თეა წულუკიანმა ასევე განმარტა, რომ ციხეში გარდაცვლილ პატიმარს არანაირი კავშირი არ აქვს კორონავირუსთან. „ჩვენ გვყავდა მრავალი კვირის მანძილზე პატიმარი, მძიმე დაავადებით, რომელიც გარდაიცვალა, მაგრამ ამას არავითარი კავშირი არ აქვს კორონავირუსთან. მინდა გარდაცვლილის ოჯახს მივუსამძიმრო", - განაცხადა წულუკიანმა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 24 ადამიანია დაინფიცირებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×