რეზონანსი
12.03.2020

რუსთავში, ლეონიძის 4 ნომერში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ორმა ადამიანმა ინტოქსიკაცია მიიღო. ადგილზე მობილიზებული იყვნენ გადაუდებელი დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მამაკაცი და ქალბატონი გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ რუსთავის აზოტის კლინიკაში გადაიყვანა. ორივე მათგანი 70 წლამდეა და ქალბატონის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.

როგორც აზოტის კლინიკაში განაცხადეს, ორი ადამიანი ბუნებრივი არის ინტოქსიკაციით არის შეყვანილი. ამ დროისთვის, ქალბატონის მდგომარეობა უფრო მძიმეა ვიდრე მამაკაცის.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

რეგიონული კვირა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×