რეზონანსი
12.03.2020

იტალიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც კორონავირუსი ჰქონდა, საავადმყოფოდან გაწერეს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საბოლოო გამოჯანმრთელებამდე საქართველოს მოქალაქემ უნდა გაიაროს სავალდებულო საკარანტინე სივრცე.

„იცით, რომ იტალიაში გვყავდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც დაინფიცირებული იყო კორონავირუსით, ის გადიოდა შესაბამის პროცედურებს საავადმყოფოში. ჩვენი მოქალაქე უკვე გაწერეს საავადმყოფოდან, ეს ძალიან კარგი ცნობა არის ჩვენთვის. საბოლოო გამოჯანმრთელებამდე მან მაინც უნდა გაიაროს საკარანტინო პროცედურები და დარწმუნებული ვარ, ის ჯანმრთელი დაუბრუნდება თავის ოჯახს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×