რეზონანსი
12.03.2020

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობასა და მოსალოდნელ პროგნოზებზე საუბრობს ინფექციონისტი რევაზ მეჭურჭლიშვილმა. მისი თქმით, იმ პაციენტებზე დაკვირვებით, რაც გვყავს, საქართველო ეპიდემიას არ უნდა ელოდს, არც გარდაცვალებას, 

„მსოფლიოში პანდემია აქამდეც უნდა ყოფილიყო გამოცხადებული, ჩემთვის ამაში გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება საქართველოს, მე პირადად, არ ველოდები ეპიდემიას, არ ველოდები გარდაცვალებას, იმ პაციენტებზე დაკვირვებით გეუბნებით, რაც გვყავს“, - განაცხადა რევაზ მეჭურჭლიშვილმა.

ინფექციონისტმა იმ პაციენტზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა.

„ამ პაციენტის განმეორებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვირუსი ტოვებს მის ორგანიზმს. უახლოეს დღეებში კიდევ ერთი ანალიზი ჩაუტარდება და უკვე ველოდებით, რომ პასუხი იქნება უარყოფითი. 24 საათის შემდეგ კიდევ ჩაუტარდება განმეორებითი ანალიზი, განმეორებითი უარყოფით პასუხის შემდეგ მას გავწერთ ბინაზე, სადაც იქნება თვითიზოლაციაში“, - ამბობს ინფექციონისტი.

მან ასევე 12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული და ასევე იმ პაციენტის მდგომარეობაზეც, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველაზე მძიმეა.

„12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება პაციენტს, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ჰქონდა მაღალი ცხელება, თუმცა დღეს 38 გრადუსს აღარ აღემატება, რაც დამაიმედებელ პროგნოზს გვაძლევს. მასთანაც ველოდებით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება“, - განაცხადა რევაზ მეჭურჭლიშვილმა.

პალიტრანიუსი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×