რეზონანსი
12.03.2020

"ჩვენ, ეკლესია მზად ვართ, რომ ადამიანებთან, რომლებიც ამ სენით არიან დაავადებული, მივიდეთ იქ, სადაც არიან და ვაზიაროთ", - ამის შესახებ ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია აცხადებს.

დეკანოზის განმარტებით, ქრისტიანებისთვის ზიარება არის უმნიშვნელოვანესი საიდუმლობა და ეკლესიაში ყველა მსახურება ტარდება იმისთვის, რომ ადამიანი თანაზიარი იყოს ქრისტეს სისხლისა და ხორცისა, რაც უმნიშვნელოვანესია.

„ეკლესია არ გაურბის ამ ვალდებულებას, პირიქით, მზად ვართ ამ ადამიანებთან მივიდეთ და მათ ქრისტეს სისხლი და ხორცი მივაწოდოთ“, - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკლიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×