
ხაშურში მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულის დედა მარინა ლომსაძე მომხდარი ფაქტების შესახებ საუბრობს.
"რძალი ჩვენთან 4 წელი ცხოვრობდა. შემდეგ ადგა და წავიდა. ამ წლების განმავლობაში კონფლიქტი, ცემა რომ ჰქონოდა არ ყოფილა.
ის სახლიდან წავიდა, რადგან სხვა მამაკაცი ჰყავდა. ამაზე კამათი მოუვიდათ, მაგრამ ხელი არ გაურტყამს. ჩემი რძალი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი არ ყოფილა.
ჩემი ბიჭი სახლში იყო, როდესაც სალომეს ახლობელმა მიწერა, რომ შესარიგებლად უნდა გველაპარაკა. ჩემს რძალს კი შერიგება არ უნდოდა. სახლში არაფერი უთქვამს, რომ მოვკლავ ან რამე მსგავსი", - ამბობს მარინა ლომსაძე.
შეგახსენეთ, რომ ხაშურის ცენტრში ქმარმა მეუღლე ცივი იარაღით დაჭრა. პოლიციამ მ.ლ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა.