რეზონანსი
12.03.2020

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა თბილისელი „კანონიერი ქურდის“ რევაზ კახმაზოვის მიმართ ახალი ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

მას კრიმინალური ორგანიზაციის შექმნა და ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ედება ბრალად. რუსეთის საგამოძიებო ორგანოს ცნობით, კახმაზოვმა რუსეთის არაერთ ციხეში გაავრცელა საკუთარი გავლენა, დანიშნა ე.წ. მაყურებლები და სისტემატიურად ახდენდა პატიმრებისგან ფულის გამოძალვას. ამ გზით კახმაზოვის მეუღლის, დანიელა ბონდარენკოს საბანკო ანგარიშზე ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონი ევრო ირიცხებოდა.

გამოძიების ინფორმაციით, ე.წ. მაყურებლები კახმაზოვის დავალებით ფინანსური და სამეწარმეო დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პატიმრებს აიძულებდნენ, რომ მათ ოჯახებს მითითებულ ანგარიშებზე დიდი ოდენობით თანხები ჩაერიცხათ.

45 წლის რევაზ კახმაზოვს კრიმინალურ წრეებში „რეზო ლოტკინსკის“ სახელით იცნობენ. მისი პირველი მეუღლე შაქრო კალაშოვის გერი გახლდათ. პირველად თბილისში 1992 წელს ბანდიტიზმის მუხლით გაასამართლეს და 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, ბოლოს კი 2009 წელს მოსკოვში დააკავეს, რისი ამსახველი ვიდეო ინტერნეტ სივრცეშიც იძებნება.

პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×