რეზონანსი
11.03.2020

 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ყველა ქვეყანას, ისევე როგორც საქართველოს, პანდემიური მზადყოფნა ისედაც ჰქონდა.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში ეს ე.წ. „ალარმი" მაღლა იყო აწეული.

„სერიოზული ღონისძიებები ტარდება ახლაც და ემატება ახალ-ახალი ღონისძიება. ყველა ქვეყანას აქვთ თავიანთი გეგმები და მათ შორის ჩვენს ქვეყანასაც. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა კორონავირუსული ინფექციის ის ეპიდაეფთქებები პანდემიად. პანდემია არის გლობარული ეპიდემია. ეს არ არის მხოლოდ ერთ ქვეყანაში, დღეს უკვე ის 120 ქვეყანაშია და ქვეყანათა რაოდენობა ყოველდღიურად ემატება, ინფექცია თითქმის ყველა ქვეყანაშია. თუ ეს ჩინეთში იყო თავიდან ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვემოთ მოდის, ჩინეთს გარეთ უკვე არის 42 შემთხვევაზე მეტი რაოდენობა, ანუ, თითქმის ნახევარი, რაც იყო ჩინეთში. რაც მთავარია ტემპი იზრდება. ამიტომ დღევანდელი მდგომარეობა გამოცხადდა პანდემიად. ხვალ უკვე გამოქვეყნდება რეკომენდაციები დამატებითი ღონისძიებების შესახებ, რა უნდა გატარდეს გლობალურად. ჩვენ ისედაც გვქონდა ყველა ქვეყანას პანდემიური მზადყოფნა. საქარველოში ეს ე.წ. ალარმი მაღლა იყო აწეული," - განაცხადა გამყრელიძემ.

ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს მეტი სიფხიზლისა და რეკომენდაციების დაცვისკენ.

„თავი ავარიდოთ საერთაშორისო მგზავრობებს, თუ რაღაც განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის და თუ მაინც მივდივართ , ჩამოსვილისას დავიცვათ წესები განსაკუთრებით იმ 4 ქვეყნიდან ჩამოსვლისას. ხვალ, ზეგ დარმწუნებული ვარ ეს ოთხი ქვეყანა უფრო მეტი იქნება. შევასრულოთ ის რეკომენდაცეიბი, ვიყოთ 14 დღე თვითიზოლაციაში. ეს არის დღეს მთავარი რეკომენდაცია და მეტი პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა. ხშირად დალაგება, განიავება და თავის არიდება დიდი თავშეყრის ადგილებზე. თუ მათ აქვთ გარკვეული სიმპტომები. მაღალსიცხიანი და ან ტემპერატურის მქონე ადამიანები ნუ წავლენ სამსახურებში. ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ვირტუალური კონტაქტი გვქონდეს ექიმთან, რომ თავი ავარიდოთ რიგებს," - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×