რეზონანსი
11.03.2020

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 24-ე შემთხვევა იტალიას უკავშირდება.

მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

„ვადასტურებ, რომ დადასტურდა კორონავირუსის 24-ე შემთხვევა, ლუგარის ცენტრში დაახლოებით საათნახევრის წინ. გიდასტურებთ, რომ ეს შემთხვევა გარკვეულად არის დაკავშირებული იტალიასთან, მაგრამ პერსონალურ ინფორმაციას ახლა მე ვერ გავამჟღავნებ,რადგან გარკვეული წესია, როგორ უნდა მივიდეს შეტყობინება ადამიანთან, საავადმყოფოსთან და ა.შ. როდესაც შეტყობინება მივა, ამის შემდეგ იქნება მეტი იფნორმაცია.

მდგომარეობა ნორმალურია, ადამიანი კლინიკურად კარგად არის",-განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების უმრავლესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მხოლოდ ერთის მდგომარეობა არის საყურადღებო.

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა, შესაბამისად, დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 24-მდე გაიზარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×