რეზონანსი
11.03.2020

კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად "ევროპაბეთი" და "პოპმედიის" სამივე საიტი - popsport, popmusic და popx დისტანციურ მუშაობაზე გადადის. 

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით, "ბეთსონ ჯგუფის“ თანამშრომლები საქართველოში სახლიდან იმუშავებენ. ამასთანავე, ოფლაინ კაზინოების მომხმარებელთა დასაცავად, "ევროპაბეთის" ყველა კაზინოს, სლოტ კლუბსა თუ ტოტალიზატორს დეზინფექცია ჩაუტარდება. მომხმარებელთა და თანამშრომელთა დასაცავად, ისინი ასევე, სპეციალური სანიტარული საშუალებებითაც აღიჭურვება. 

COVID-19 ის გავრცელების პრევენციისკენ მიმართული ღონისძიებები "ევროპაბეთის" პასუხისმგებლიანი ბიზნესის პოლიტიკის ნაწილია. კომპანია 2015 წლიდან შვედური "ბეთსონ ჯგუფის" წევრია, რომელიც გემბლინგ ინდუსტრიაში უკვე 55 წელია მოღვაწეობს და ოცამდე ბრენდს აერთიანებს. მის მთავარ ღირებულებას მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვა წარმოადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×