რეზონანსი
11.03.2020

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თვითიზოლაციაში მყოფი ადვოკატების მისვლას ეხმაურება:

„11 მარტს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მყოფმა ორმა ადვოკატმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. ამის საფუძველზე ითხოვეს სხდომის გადადება. მას შემდეგ, რაც სასამართლოს თანამშრომლებმა ადვოკატების თვითიზოლაციაში ყოფნის შესახებ შეიტყვეს მყისიერად იმოქმედეს და სთხოვეს შენობის დატოვება. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი ადვოკატი სხდომათა დარბაზში შევიდა და თავად წარადგინა შუამდგომლობა პროცესის გადადების თაობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

სასამართლომ ფაქტის შესახებ შესაბამის სამსახურებს შეატყობინა, მათ შორის საპატრულო პოლიციას. მათ ადგილზევე შეისწავლეს არსებული ვითარება. სასამართლოს შენობაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაო.

ინფორმაცია სასამართლოში თვითიზოლაციაში მყოფი ავდოკატების გამოჩენის შესახებ მოსამართლე ნატრული აკობიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×